14თებერვალს მქონდა ტრენინგის მეორე დღე. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.გავეცნით კონკიას პრეზენტაციას და მისი შექმნისათვის გამოყენებულ მასალებს ,რაც დამეხმარა შემქნოდა მიახლოებითი წარმოდგენა მომავალი პროექტისათვის როგორ მომეძიარესურსები და როგორ შეიძლება გავაკეთო პრეზენტაცია.რაცმთავარია განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და განიხილეთ, როგორ
განვახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული
ინფორმაცია გამოვიყენეთ საინფორმაციო ბროშურის შექმნისას,
რათა დაინტერესებულ მხარეებს აუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო
პროცესში. გავიგეთ როგორ მოვიძიოთ სურათები ინტერნეტში,როგორ შევცვალოთ ფერი ,ტიპი და ასე შემდეგ.როგორ შევინახოთ ფაილში. ტრენინგი ბევრის მომცემია იმედია შემდეგში მეტს ვისწავლი
Комментариев нет:
Отправить комментарий