ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო . გადავამოწმე და დავხვეწე გეგმა,გავეცანით საავტორო უფლებებს ,რომელთა დაცვით გადმოვიწერე ინფორმაცია. რაც ყველაზე საინტერესო იყო ვისწავლეთ პრეზენტაციის გაფორმების ხერხები რაც ძაან საინტერესო იყო და პრაქტიკაში გამოყენებადი.მაგ.ვიდეოს გადმოწერა და ჩასმა.გავეცანი დოკუმენტების გაზიარება და შევავსე ელ.ცხრილი.ეს სამუშაო ყველაზე საინტერესო იყო მისი დახმარებით შემიძლია მოსწავლეებს შევუსწორო ნამუშევრები ანდა თვითონ გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის დროს.
воскресенье, 28 февраля 2016 г.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო . გადავამოწმე და დავხვეწე გეგმა,გავეცანით საავტორო უფლებებს ,რომელთა დაცვით გადმოვიწერე ინფორმაცია. რაც ყველაზე საინტერესო იყო ვისწავლეთ პრეზენტაციის გაფორმების ხერხები რაც ძაან საინტერესო იყო და პრაქტიკაში გამოყენებადი.მაგ.ვიდეოს გადმოწერა და ჩასმა.გავეცანი დოკუმენტების გაზიარება და შევავსე ელ.ცხრილი.ეს სამუშაო ყველაზე საინტერესო იყო მისი დახმარებით შემიძლია მოსწავლეებს შევუსწორო ნამუშევრები ანდა თვითონ გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის დროს.
суббота, 27 февраля 2016 г.
მეოთხე დღე
პრეზენტაციის მეოთხე დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები.შევძელი შემეთავსებინა კითხვები მიზნებისთვის. შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო თემის მიხედვით. შევინახე დამუშავებული პროექტი დისკზე,შემდეგ გავეცანი პრეზენტაციის მოთხოვნებს რის დახმარებითაც შევქმენი თემის პრეზენტაცია,რომელიც ჩავაშენე ბლოგზე. საინტერესო იყო პრეზენტაციის შექმნა და შეფასების დროის ჩარჩო ,რომელიც გასაგებად აგვიხსნა ტრენერმა დ სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
воскресенье, 21 февраля 2016 г.
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და სასარგებლო იყო. ვისწავლეთ პროექტის შექმნა .ამისათვის მოვიძიე ეროვნულ სასწავლო გეგმაში უცხო ენების სტანდარტები , გადმოვწერე და მოვარგე ჩემს პროექტს ასევე შევიმუშავე XXIსაუკუნის უნარ-ჩვევები და ისიც შესაბამისად მოვარგე პროექტის თემას.პროექტზე მუშაობისას გავეცანი საკვანძო კითხვებს,რომელიც მოვარგე პროექტის თემატიკას.მომეწონა პროექტზე მუშაობა .და საკვანძო კითხვები რასაც სიამოვნებით გამოვიყენებ არა მარტო პროექტზე მუშაობისას არამედ საგაკვეთილო პროცესზე, მოტივაციის ასამაღლებლად.ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო იმითაც რომ აღმოვაჩინე, რომ ბევრი ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ძაან ადვილად საპოვნი და დასამუშავებელი ყოფილა, თუკი იცი საინფორმაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.
воскресенье, 14 февраля 2016 г.
მეორე დღე
14თებერვალს მქონდა ტრენინგის მეორე დღე. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.გავეცნით კონკიას პრეზენტაციას და მისი შექმნისათვის გამოყენებულ მასალებს ,რაც დამეხმარა შემქნოდა მიახლოებითი წარმოდგენა მომავალი პროექტისათვის როგორ მომეძიარესურსები და როგორ შეიძლება გავაკეთო პრეზენტაცია.რაცმთავარია განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და განიხილეთ, როგორ
განვახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული
ინფორმაცია გამოვიყენეთ საინფორმაციო ბროშურის შექმნისას,
რათა დაინტერესებულ მხარეებს აუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო
პროცესში. გავიგეთ როგორ მოვიძიოთ სურათები ინტერნეტში,როგორ შევცვალოთ ფერი ,ტიპი და ასე შემდეგ.როგორ შევინახოთ ფაილში. ტრენინგი ბევრის მომცემია იმედია შემდეგში მეტს ვისწავლი
суббота, 13 февраля 2016 г.
პირველი დღე
2016 წლის 13 თებერვალს დავესწარი ისტ ტრენინგს. პირველი დღის თემა იყო პრაქტიკით სწავლება.ტრენერი გასაგებად და საინტერესოდ ხსნიდა მოცემულ თემას. თემა არის საინტერესო და სასწავლო პროცესში გამოყენებადი.ტრენერმა თითოეული პუნქტი გასაგებად და საინტერესოდ ახსნა,პარალელურად გავიხსენეთ წინა მოდულში შესწავლილი თემები, რითაც საინტერესო გახადა პროექტზე მუშაობის დაწყება.ასეთი სამუშაოები,ჩემი აზრით, მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს და დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან პროექტის დამუშავებაში. იმედი მაქვს შემდეგ დღეებში უფრო მეტს გავიგებ და შევძლებ კარგი პროექტი შევქმნა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)