воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

     დღეს  იყო  ტრენინგის  ბოლო  დღე.წარვადგინე  ჩემი პროექტი  და მოვისმინე  კოლეგების  თეთრი  და შავი პიარი,  გავითვალისწინე შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლის  შემდეგაც   შესწორებები  შევიტანე  ჩემს  პროექტში  და  დასრულებული სახით  გამოვაქვეყნე  ბლოგში. ასევე დავამუშავეთ ბლოგი: შევიტანე  სასარგებლო მისამართები,გავალამაზე  სურათით და პროექტს  მივეცი  სახელი.ვისწავლე  ბლოგში  გვერდების  შექმნაც, რაც  საშუალებას მომცემს  უფრო  მეტი  ინფორმაცია  განვათავსო.
     საბოლოოდ  მინდა  ავღნიშნო,  რომ  ტრენინგი  იყო  ჩემთვის  სასარგებლო  და ბევრი  ჩემთვის საჭირო  ინფორმაცია მივიღე,  რაც  დამეხმარება  სასწავლო  პროცესის  უკეთ წარმართვაში, მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლებაში.და რაც  მთავარია  ტრენერი  იმდენად  საინტერესოდ  გვიხსნიდა  მასალას,  რომ ჩვენთვის ყველაფერი  გასაგები  და საინტერესო იყო. ეს კი ბევრს  ნიშნავს.
    წარმატებებს  ვუსურვებ ყველას  ვინც  პროექტი  დაამუშავა  და ჩვენს  ტრენერსაც.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს   შევისწავლე დიფერენცირებული სწავლება-სსსმ მოსწავლე, არაქართველი,და  ძლიერი მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.გავეცანი 
ბლუმის ტაქსონომიას და მოვარგე ჩემს თემას. გავეცანი გარდნერის მატრიცას
გავანაალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები,
განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები,ვნახე ჩემთვის საინტერესო ელემენტები
დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე , როგორც ყველა დანარჩენი, ჩემთვის საინტერესო იყო. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და მოვარგე ჩემს თემას,ვისწავლე როგორ ჩავრთო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში,გავაკეთე კომენტარები კოლეგების ბლოგში,ვიმუშავე პროექტის გეგმაში,  შეფასების მიზნებსა და პირველი კვირის მსვლელობაზე.განვაახლე ინფორმაციის დისკი. იმედი მაქვს საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩები ჩემი პროექტით

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე


  ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო . გადავამოწმე და დავხვეწე გეგმა,გავეცანით საავტორო უფლებებს ,რომელთა დაცვით გადმოვიწერე ინფორმაცია.  რაც ყველაზე საინტერესო იყო ვისწავლეთ პრეზენტაციის გაფორმების ხერხები რაც ძაან საინტერესო იყო და პრაქტიკაში გამოყენებადი.მაგ.ვიდეოს გადმოწერა და ჩასმა.გავეცანი დოკუმენტების გაზიარება და შევავსე ელ.ცხრილი.ეს სამუშაო ყველაზე საინტერესო იყო მისი დახმარებით შემიძლია მოსწავლეებს შევუსწორო ნამუშევრები ანდა თვითონ გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის დროს.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე


  პრეზენტაციის მეოთხე დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე  სტანდარტები და მიზნები.შევძელი შემეთავსებინა კითხვები მიზნებისთვის. შევიმუშავე   შეფასების დროის ჩარჩო  თემის მიხედვით. შევინახე დამუშავებული პროექტი  დისკზე,შემდეგ გავეცანი პრეზენტაციის მოთხოვნებს რის დახმარებითაც შევქმენი თემის პრეზენტაცია,რომელიც ჩავაშენე ბლოგზე. საინტერესო იყო პრეზენტაციის შექმნა და შეფასების დროის ჩარჩო ,რომელიც გასაგებად აგვიხსნა ტრენერმა დ სიამოვნებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.








воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

 

            ტრენინგის მესამე დღე საინტერესო და სასარგებლო იყო. ვისწავლეთ პროექტის შექმნა .ამისათვის მოვიძიე ეროვნულ სასწავლო გეგმაში უცხო ენების სტანდარტები , გადმოვწერე და მოვარგე ჩემს პროექტს ასევე შევიმუშავე XXIსაუკუნის უნარ-ჩვევები და ისიც შესაბამისად მოვარგე პროექტის თემას.პროექტზე მუშაობისას გავეცანი საკვანძო კითხვებს,რომელიც მოვარგე პროექტის თემატიკას.მომეწონა პროექტზე მუშაობა .და საკვანძო კითხვები რასაც სიამოვნებით გამოვიყენებ არა მარტო პროექტზე მუშაობისას არამედ საგაკვეთილო პროცესზე, მოტივაციის ასამაღლებლად.ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო იმითაც რომ აღმოვაჩინე, რომ ბევრი ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ძაან ადვილად საპოვნი და დასამუშავებელი ყოფილა, თუკი იცი საინფორმაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მეორე დღე

  14თებერვალს მქონდა ტრენინგის მეორე დღე. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.გავეცნით კონკიას პრეზენტაციას და მისი შექმნისათვის გამოყენებულ მასალებს ,რაც დამეხმარა შემქნოდა მიახლოებითი წარმოდგენა მომავალი პროექტისათვის როგორ მომეძიარესურსები და როგორ შეიძლება გავაკეთო პრეზენტაცია.რაცმთავარია განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და განიხილეთ, როგორ განვახორციელებთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირებას საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული ინფორმაცია გამოვიყენეთ საინფორმაციო ბროშურის   შექმნისას, რათა დაინტერესებულ მხარეებს აუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო პროცესში. გავიგეთ  როგორ მოვიძიოთ სურათები ინტერნეტში,როგორ შევცვალოთ ფერი ,ტიპი და ასე შემდეგ.როგორ შევინახოთ ფაილში. ტრენინგი ბევრის მომცემია იმედია შემდეგში მეტს ვისწავლი