воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

     დღეს  იყო  ტრენინგის  ბოლო  დღე.წარვადგინე  ჩემი პროექტი  და მოვისმინე  კოლეგების  თეთრი  და შავი პიარი,  გავითვალისწინე შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლის  შემდეგაც   შესწორებები  შევიტანე  ჩემს  პროექტში  და  დასრულებული სახით  გამოვაქვეყნე  ბლოგში. ასევე დავამუშავეთ ბლოგი: შევიტანე  სასარგებლო მისამართები,გავალამაზე  სურათით და პროექტს  მივეცი  სახელი.ვისწავლე  ბლოგში  გვერდების  შექმნაც, რაც  საშუალებას მომცემს  უფრო  მეტი  ინფორმაცია  განვათავსო.
     საბოლოოდ  მინდა  ავღნიშნო,  რომ  ტრენინგი  იყო  ჩემთვის  სასარგებლო  და ბევრი  ჩემთვის საჭირო  ინფორმაცია მივიღე,  რაც  დამეხმარება  სასწავლო  პროცესის  უკეთ წარმართვაში, მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლებაში.და რაც  მთავარია  ტრენერი  იმდენად  საინტერესოდ  გვიხსნიდა  მასალას,  რომ ჩვენთვის ყველაფერი  გასაგები  და საინტერესო იყო. ეს კი ბევრს  ნიშნავს.
    წარმატებებს  ვუსურვებ ყველას  ვინც  პროექტი  დაამუშავა  და ჩვენს  ტრენერსაც.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს   შევისწავლე დიფერენცირებული სწავლება-სსსმ მოსწავლე, არაქართველი,და  ძლიერი მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.გავეცანი 
ბლუმის ტაქსონომიას და მოვარგე ჩემს თემას. გავეცანი გარდნერის მატრიცას
გავანაალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები,
განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები,ვნახე ჩემთვის საინტერესო ელემენტები
დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე , როგორც ყველა დანარჩენი, ჩემთვის საინტერესო იყო. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე და მოვარგე ჩემს თემას,ვისწავლე როგორ ჩავრთო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში,გავაკეთე კომენტარები კოლეგების ბლოგში,ვიმუშავე პროექტის გეგმაში,  შეფასების მიზნებსა და პირველი კვირის მსვლელობაზე.განვაახლე ინფორმაციის დისკი. იმედი მაქვს საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩები ჩემი პროექტით